Friday, March 24, 2023

ზურაბ აზარაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

მთავარი

(ACCnews) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

ზურაბ აზარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო.

საუბარი შეეხო მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის დაწყებულ რეფორმებს.

ასევე, განიხილეს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და დევნილთა განსახლების პროექტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 000 ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას გულისხმობს.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები სენაკში ექვსთვიანი მისიის დასაწყებად გადაინაცვლებენ

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ შორისაა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ჯანდაცვის სისტემის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი"

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიქმნა.

ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით შექმნილ 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყება, მთელ რიგ რეფორმებს, სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს.

მეტი:   აშშ და ისრაელი განიხილავენ, როგორ აღკვეთონ ირანიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ზურაბ აზარაშვილმა, პაველ ჰერჩინსკის, ჰოსპიტალურ სექტორში დაგეგმილი რეფორმაც გააცნო, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, 2025 წლიდან, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img