(ACCnews) ავსტრალია უკრაინაში იარაღსა და საბრძოლო მასალას აგზავნის. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ავსტრალიური წარმოების Bushmaster-ის ჯავშანტექნიკა გაიგზავნება. ავსტრალიის პრემიერმა არ დააკონკრეტა, რამდენი ჯავშანმანქანა გაიგზავნება, ან როდის.
”ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს. გავაგზავნით ჩვენს ჯავშანმანქანებს, ჩვენს Bushmaster-საც“, – განაცხადა მორისონმა.
მისი თქმით, ჯავშანმანქანებს უკრაინაში Boeing C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადააგზავნიან. ამასთან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და ავსტრალიური წარმოების Bushmaster-ის მანქანების მიწოდება ითხოვა.