(ACCnews) ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, – ამის შესახებ BBC წერს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2018 წელს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძირი გამოუთხარა მშვიდობას და ავსტრალია სხვა ერებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ავსტრალია ისრაელის მტკიცე მეგობრად რჩება.
BBC ცნობით, ავსტრალიის საელჩო თელ-ავივში დარჩება.
ავსტრალიის გადაწყვეტილების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა და ავსტრალიის ელჩი დაიბარა.
იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ქვეყნების ნაწილი არ ცნობს და ამ ქვეყნების საელჩოები თელ-ავივში მდებარეობს. 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტმა — დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო და შესაბამისად მოითხოვა საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში.