2022 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა ლეილა აშიროვასთვის, რომლის ჯგუფურმა პროექტმა ქართულ-აზერბაიჯანული და აზერბაიჯანულ-ქართული უფასო ელექტრონული ლექსიკონის შექმნისთვის AEIF (მონაწილეთა ჩართულობის ინოვაციური ფონდის კონკურსის) დაფინანსება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ლეილა აშიროვა მსოფლიოში აშშ-ის გაცვლით პროგრამებში ათასობით მონაწილეს შორის შეარჩიეს, რომ საქართველო Alumni TIES პროგრამაში წარადგინოს. ის უკვე გაემგზავრა ფილადელფიაში, სადაც ინტენსიურ სემინარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საგრანტო კონკურსში, რომელიც დააფინანსებს ადამიანის უფლებების, ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერ პროექტებს.