Saturday, September 23, 2023

“საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე – ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა”- არესტოვიჩი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებით კიდევ ერთხელ გამოვიდა და აღნიშნა, რომ მტავრობის პოლიტიკას ქართველი ხალხი არჩევნებზე უპასუხებს.

როგორც არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, დასავლეთი დაიცავდა  საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს.

მეტი:   "ოკუპანტები კვლავ ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას" - ალექსეი არესტოვიჩი

„უკრაინა დასავლეთის ნაწილად აღიარეს, ის აღიარეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილად, რომელიც დიქტატურებს ებრძვის. ჩვენ გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს.

მეტი:   თეთრი სახლი: სიტუაციის დეესკალიაციამდე ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან საუბარს არ გეგმავს

მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. მოდით, ყურცქვიტებო, გეტყვით შემდეგ რამეს – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი:   "დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ"- ოლექსი რეზნიკოვი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img