(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა. – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“რომის პაპს ვესაუბრე. მოვუყევი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და რუსული ჯარების მიერ სამაშველო დერეფნების გადაკეტვის შესახებ. დასაფასებელია წმინდა საყდრის შუამავლის როლი ადამიანთა ტანჯვის დასრულებაში. მადლობა უკრაინისა და მშვიდობისთვის ლოცვისთვის,” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.