(ACCnews) “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანზორ მელია “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მიუღებელია.
ასევე, ანზორ მელია ექსპრეზიდენტის წონაში კლების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წონის 30%-იანი კლება ორგანიზმისთვის დიდი კატასტროფაა.
“არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი უპატრონოდ კვდებოდეს, მივიდეს იუსტიციის მინისტრი და მერე გააკეთოს განცხადებები, კაცის მკვლელია ეს კაცი? – კი ბატონო, კარგი კლინიკაა და იქ პროფესიონალი ექიმები მუშაობენ, მაგრამ დაავადებათა ნუსხა იმდენად ბევრია, რომ მან აუცილებლად უცხოურ კლინიკაში უნდა იმკურნალოს. იმ დააავადებს, რაც მიხეილ სააკაშვილს აღმოაჩნდა, სულ სხვა გარემო და მკურნალობა სჭირდება. დღეს, უკვე წონის 30% კლებაზე საუბრობენ და მინდა გითხრათ, რომ წონაში ასე დაკლება ძალიან დიდი კატასტროფაა. ამის გამო მას შეიძლება ინფარქტი დაემართოს. ფაქტია, რომ კაცი საწოლიდან ვერ დგება,” – განაცხადა ანზორ მელიამ.