Saturday, September 23, 2023

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა თუმცა ომმა ბევრი პარამეტრი შეცვალა – მიდის დაზუსტება” – ლევან დავითაშვილი

მთავარი

(ACCnews) “ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, მოახერხოს გაფართოება,”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კომპანიაზეა დამოკიდებული ინვესტირების განხორციელება.

“ფოთის პორტთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია “ეიპიემ ტერმინალთან” გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა არსებობს იმისთვის, რომ პორტმა დაინტერესების შემთხვევაში მოახერხოს გაფართოება. ახლა ეს არის ინვესტორის გადაწყვეტილება, თუ როდის და რამდენ ინვესტიციას ჩადებს,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეტი:   რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი ბაიდენს დახმარებას სთხოვს

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მინისტრის განმარტებით, მიდის სამუშაოები არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოქნილს გახდის სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს.

მეტი:   "მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს - ანაკლიის პორტი აშენდეს! პრემიერი ისევ ტყუის" - მამუკა ხაზარაძე

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა. ეს არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდური კომპანია. კვლევა ჩატარდა ომის დაწყებამდე, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი პარამეტრი იცვლება, შესაბამისად მიდის დაზუსტება და ამავდროულად, მიდის სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს არსებულ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. სამუშაო პროცესი მიდის და კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ,” – განაცხადა დავითაშვილმა.

მეტი:   "თქვენ ცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ხანაში": აშშ-ის ელჩმა ოზურგეთში პროგრამის მონაწილეებს მიმართა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img