(ACCnews) “ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
“მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს,” – აღნიშნულია წერილში.