Wednesday, June 7, 2023

აშშ-ის საელჩო: “ACCESS-ის მთავარი გმირები უამრავი ბავშვის ცხოვრებას ცვლიან”

მთავარი
(ACCnews) “ჩვენი ინგლისური ენის პროგრამა ACCESS-ის მთავარი გმირები ეს მასწავლებლები არიან. ცოდნა, რომელსაც ისინი რეგიონებში სკოლის მოსწავლეებს გადასცემენ უამრავი ბავშვის ცხოვრებას ცვლის. მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ენის სწავლებასთან ერთად ACCESS-ის მასწავლებლები ქმნიან გარემოს, სადაც მოზარდებს უვითარდებათ ახალი უნარ-ჩვევები, ლიდერის თვისებები და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისკენ სწრაფვა”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ამ პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის მადლობის გადასახდელად თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ქართველ მასწავლებლებს შემოუერთდნენ აზერბაიჯანელი, მოლდოველი და უკრაინელი კოლეგები. ეს კონფერენციები მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და ACCESS პროგრამის განვითარებისთვის.
“დიდი მადლობა, თქვენი საქმიანობით მოსწავლეებს ნამდვილად ნათელ მომავალს უქმნით”, – ვკითხულობთ გვერდზე.
მეტი:   „აქაური ნაციონალები ამერიკის ელჩს უტევენ, იქაური მთელ ამერიკას" - ამირან სალუქვაძე
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img