(ACCnews) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოში აშშ-ს ელჩ, კელი დეგნანთან ერთად საქართველო-ამერიკის პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
შესრულდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
ამერიკული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად ფოჩხუამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების სპონსორებს: გენერალური სპონსორი: PwC Georgia მთავარი მხარდამჭერი: Gulf Georgia სპონსორი: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children’s Central Hospital Tegeta • თეგეტა Tbilisi Marriott Hotel , Adjara Group • აჭარა ჯგუფი Servier Georgia.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სოლიდარობის კონცერტზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.