Saturday, June 3, 2023

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა

მთავარი

(ACCnews) 15 წელი გავიდა იმ მოვლენებიდან, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში განვითარდა და საზოგადოებაში 7 ნოემბრის დარბევის სახელით შემორჩა.

საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. იმავე დღეებში თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.

მეტი:   ტოკიოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
მეტი:   ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდა

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.

იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.

მეტი:   ტელეკომპანია "მთავარის" გენდირექტორ ნიკა გვარამიას 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img