Saturday, September 23, 2023

ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერსა და ფინეთის პრეზიდენტს ესაუბრა

მთავარი

(ACCnews) დასავლური მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს ესაუბრა.

მეტი:   "აშშ-ს ამ ეტაპზე არ შეუძლია უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დადასტურება" - ენტონი ბლინკენი

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ფინეთის პრეზიდენტიც ავრცელებს, სადაც წერს, რომ მხარეებმა საუბრისას ერთმანეთს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გაუზიარეს.

მეტი:   "ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა"- პეტერ ფიშერი

“ერთობლივი სატელეფონო ზარი გვქონდა ჯო ბაიდენთან და მაგდალენა ანდერსონთან. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ვისაუბრე ფინეთის შემდგომ ნაბიჯებზე ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ფინეთი აფასებს აშშ-ის ყველა საჭირო მხარდაჭერას“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი “ტვიტერში“.

მეტი:   "ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, მიიღებს პასუხს და ეს მხოლოდ დასაწყისია"– ვოლოდიმირ ზელენსკი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img