(ACCnews) “შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს,” – ამის შესახებ შვედეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ასევე, როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო-ს მიერ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტიამ იმუშავებს შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განთავსების წინააღმდეგ ცალმხრივი პირობების შემოღებაზე.
რაც შეეხება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებას, მან მმართველი პარტიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დაანონსებას “ისტორიული გადაწყვეტილება” უწოდა.
“უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უსაფრთხოების ვითარება შვედეთისა და მთელი ევროპისთვის გააუარესა”, – აღნიშნა ლინდემ.
შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება რაც შეიძლება მალეა საჭირო.