(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა.
“ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა, აირჩიოს პარტნიორები და ალიანსები, როდესაც საქმე ეხება ნატოს. ეს ალიანსის 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. ჩვენ მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენი ერთგულების შესახებ. ნატოს კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი იქნებიან მზად და შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.