(ACCnews) “ფინეთის გაწევრიანება ნიშნავს, რომ ნატოს კარი ღიაა მათთვის, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ერო ჰეინალუომამ განაცხადა.
“ფინეთს ჰყავს ძალიან ძლიერი ჯარი და ათწლეულებია ვმუშაობთ ჯარის ეფექტიანობასა და მაღალ სტანდარტებზე. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ შევძლებთ წვლილი შევიტანოთ ტრანსატლანტიკური სივრცის კოლექტიურ თავდაცვაში. ეს გადაწყვეტილება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული. ფინეთის გაწევრიანება ნიშნავს, რომ ორგანიზაციის კარი ღიაა მათთვის, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და ვისაც შეუძლია ასევე საკუთარი თავის დაცვა, რადგან ყველა მოვალება თავდაცვის კუთხით ნატოზე არ იყოს დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება რაც შეიძლება მალეა საჭირო.