Saturday, March 25, 2023

“ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – ვლადიმერ პუტინი

მთავარი

(ACCnews) “ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

თუმცა, ვლადიმერ პუტინის თქმით, აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიებზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას რუსეთის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

მეტი:   "მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელებს, ქართველებს, რომ ვერ დავარწმუნე ჩემი მეგობრები დასავლეთიდან"– ევროპარლამენტარი

“რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, რუსეთს არ აქვს პრობლემები არცერთ ქვეყანასთან. ამის გათვალისწინებით, რუსეთისთვის ამჟამად ალიანსის გაფართოება და ამ ქვეყნების მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას მოჰყვება შესაბამისი პასუხი. როგორი იქნება ეს პასუხი, ამას ვიხილავთ მას შემდეგ, რაც ვნახავთ იმ საფრთხეებს, რაც ჩვენთვის შეიქმნება,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი:   გასაიდუმლოებული კონტრშეტევა და ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" გამოცხადება - რა ხდება უკრაინაში?

შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება რაც შეიძლება მალეა საჭირო.

მეტი:   "ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში"- დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

გუშინ კი, ბერლინში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს. მოგვიანებით, შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img