(ACCnews) უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. – შესაბამისი განკარგულება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დღეს გასცა.
როგორც უნგრეთის პრემიერმა განმარტა, ეს ნაბიჯი მისცემს მთავრობა “მანევრირების სივრცეს და დაუყოვნებლივ რეაგირების შესაძლებლობას” იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება.
“ჩვენ არც ერთ წუთს არ ვკარგავთ, რადგან ახლოს ომია. ომი, რომლის დასასრულს ვერავინ ხედავს. ეს ომი მუდმივ საფრთხეს უქმნის უნგრეთს, საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ეკონომიკისა და ოჯახების ენერგომომარაგებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია უზარმაზარი ეკონომიკური შოკი და ფასების მკვეთრი ზრდა. ეპიდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მსგავსად, ეს საშუალებას მისცემს მთავრობას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და დაიცვას უნგრეთი და უნგრელი ოჯახები ყველა შესაძლო საშუალებით. ჩვენს პირველ გადაწყვეტილებებს ხვალ შეგატყობინებთ,” – განაცხადა ორბანმა.