(ACCnews) უკრაინის სამთავრობო დელეგაცია მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მიზანი უკრაინისთვის მეტი ფინანსური დახმარების გაწევაა, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა, დენის შმიგალმა ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკის ხსნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავდაცვა რუსული აგრესიისგან.
შმიგალმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია: „დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ დამატებითი სანქციები გვჭირდება“, -აღნიშნა მან.
შმიგალის თქმით, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება როგორც საკუთარი თავის, ისე ევროპის საზღვრების დასაცავად.