(ACCnews) უკრაინა მსოფლიო ბანკისგან $1.5 მილიარდს მიიღებს. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინა და მსოფლიო ბანკი ემზადებიან, დაასრულონ მოლაპარაკებების პროცესი „უკრაინის ხელისუფლების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერ“ პროექტზე, რაც უკრაინისთვის 1.5 მილიარდი დოლარის გადაცემას ითვალისწინებს.
“ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და ასევე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით, უკრაინა მიიღებს 1.492 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს. ფინანსები გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად, რათა სახელმწიფო ორგანოებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლებმა, როგორც ეროვნულ ასევე რეგიონულ დონეზე, მიიღონ ანაზღაურება,” – ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.