Saturday, June 3, 2023

“უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინის მოკვლა სცადეს” – უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მოკვლა სცადეს,” – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მეტი:   ზელენსკი: "საჭიროა მოქმედებები, რათა სხვა პოტენციურმა აგრესორებმა ნახონ, რომ ომი - ეს მხოლოდ დანაკარგია"

“იყო პუტინის მკვლელობის მცდელობები… არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მკვლელობის მცდელობა. ეს საჯარო ინფორმაცია არაა. მცდელობა სრულიად წარუმატებელი იყო, მაგრამ ასეთი შემთხვევა იყო, დაახლოებით ორი თვის წინ,” – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი:   ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინს უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ორივე მხარეს ათასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ქვეყანა ათ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მეტი:   "უკრაინაში სასტიკი შეჭრა მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის საჭიროებას"- იენს სტოლტენბერგი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img