(ACCnews) ტაივანი უკრაინის დედაქალაქ კიევს $8 მილიონის დახმარებას გაუგზავნის. – შესაბამისი განცხადება ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ვირტუალური შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც შეხვედრისას ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, $3 მილიონი კიევის მთავრობისთვის, ხოლო $5 მილიონი ექვსი ადგილობრივი საავადმყოფოსთვისაა განკუთვნილი.
მისივე თქმით, ტაივანი და უკრაინა მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიულ იდეოლოგიას იზიარებენ. ხოლო, რუსეთის ქმედებები უკრაინაში საერთაშორისო წესრიგსა და დემოკრატიულ საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 58 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. უკრაინაში შეღწევის გამო მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.