( ACCnews) უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ველიკა კოსტრომკაზე იერიში კასეტური ბომბებით მიიტანეს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
“ამ ტერიტორიაზე არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის. რუსი ჯარისკაცები ცინიკურად ანადგურებენ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ისინი არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. თუ წააწყდებით ომის დანაშაულების ფაქტებს, აუცილებლად ჩაიწერეთ და გამოგვიგზავნეთ დამამტკიცებელი საბუთი”. – ნათქვამია გენერალური პროკურორის ოფისი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “დაწყებულია ომი დონბასისთვის.”
რაც შეეხება, რუსეთის პოზიციას აღნიშნულ საკითხში, როგორც მათ შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.