Friday, March 24, 2023

“რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ უკრაინაში ჩაიდინეს” – ანდჟეი დუდა

მთავარი

(ACCnews) “უკრაინა უნდა აღდგეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთმა კი პასუხი აგოს,” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.

“ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა აღდგეს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ უკრაინაში გაანადგურეს, ხოლო უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და დაისაჯონ. ასევე, არცერთი პატიოსანი ლიდერი და არცერთი პატიოსანი სახელმწიფო არ დაიჯერებს იმას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. არ შეიძლება, ეს შეფასდეს ისე, რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ადამიანები დაიხოცნენ. აგრეთვე, მე არ წარმომიდგენია, რომ არსებობს რუსეთში, რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების ნორმალური შესაძლებლობა,” – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მეტი:   ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის - მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img