“რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია,” – აღნიშნული განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ასოშიეთედ პრესთან” ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, მისთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია და ომის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყო.
“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ყველაფერს ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჩემი წყალობით უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას. ამასთან, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით? ეს კიდევ ერთი კითხვაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხს, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყოვლად დაუშვებელია.
ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება. ჩვენ აქ ვართ და არა ოკეანის გადაღმა, როგორც აშშ-ია. ასევე ეს დაუშვებელია, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, დედამიწა ორბიტას მოწყვიტოს და უცნობი მიმართულებით გავფრინდებით. ამიტომ ეს დაუშვებელია. შეუძლია თუ არა რუსეთის ამ იარაღის გამოყენება, ეს რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა