(ACCnews) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კრემლი ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „უპასუხისმგებლო“ სანქციების გამო, პასუხს გასცემს.
უწყების წარმომადგენლის, ნიკოლაი კობრინეცის განცხადებით, სანქციები და დაპირისპირება თავად ბლოკის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
„ევროკავშირის ქვეყნებში, ალბათ, გააცნობიერებენ, რომ დაპირისპირება მათ ინტერესებში არ შედის. ბრიუსელის უპასუხისმგებლო სანქციები უკვე უარყოფითად მოქმედებს რიგითი ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მზად არიან ისინი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებისთვის, ევროპის თანამშრომლობისა და სტაბილურობის რეგიონიდან კონფლიქტის ზონად გარდაქმნისთვის? მე ასე არ ვფიქრობ“, – განაცხადა ნიკოლაი კობრინეცმა გამოცემა RIA Novosty-სთან საუბარში.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. ფინანსურმა იზოლაციამ უკვე იქონია გავლენა ვალუტაზეც, რუსული რუბლი რეკორდულად უფასურდება.
ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთმა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებიდან დაბლოკა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროპაგანდისტული მედია, ასევე, ოლიგარქები.