(ACCnews) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი აღნიშნული საბჭოს საგანგებო სესიაში, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.
“რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს რიგგარეშე სესიის საფარქვეშ მოწყობილ ახალ პოლიტიკურ შოუში. რუსეთის არგუმენტები და ახსნა-განმარტებები „სპეცოპერაციის“ ნამდვილ მიზნებსა და ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებაზე სრულიად იგნორირებულია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საბჭო კიევის მოთხოვნით საგანგებო სხდომას გამართავს, რათა განიხილოს “უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გამოწვეულია რუსული აგრესიით”.