Wednesday, March 29, 2023

რაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა

მთავარი

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 1 საათი 45 წუთი გაგრძელდა.

მათივე განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის 30 წუთი ესაუბრა.

მეტი:   აშშ-მა შესაძლოა უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მომზადება მნიშვნელოვნად გააფართოვოს

რაც შეეხება კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც განცხადებაშია აღნიშნული რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის “გაიმართა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გრძელვადიანი სამართლებრივი გარანტიების შემუშავებაზე.

ასევე, კრემლის ინფორმაციით, მაკრონმა და პუტინმა საუბრისას შეშფოთება გამოთქვეს დონბასში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "ომის დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა"

ამავე განცხადების თანახმად, ვლადიმერ პუტინმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამწვავების მიზეზი უკრაინის ძალების პროვოკაცია იყო და ყურადღება გაამახვილა “ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინას თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო მასალით ეხმარებიან.”

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლება მხოლოდ მოლაპარაკების პროცესის იმიტაციას ახდენს და მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე ჯიუტად უარს ამბობს.

მეტი:   ონლაინ სასამართლო - ადვოკატმა სააკაშვილს მოუწოდა, „პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს ამის უფლება არ მისცა

“მდგომარეობის ამჟამინდელი სიმძიმის გათვალისწინებით, პრეზიდენტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს დიპლომატიური გზებით გადაწყვეტილებების ძიება საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ნორმანდიულ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების მეშვეობით“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img