Saturday, March 25, 2023

“პუტინმა ომის მეორე ეტაპზე ბევრი რამ დადო სასწორზე!” – უილიამ ბერნსი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ომის მეორე ეტაპზე ბევრი რამ დადო სასწორზე,” – ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორმა, უილიამ ბერნსიმ განაცხადა.

როგორც “სიენენი” იუწყება, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორმა განაცხადა, რომ აღნიშნული მიზეზით, ბირთვული ომის რისკების შეფასებისას მსოფლიომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ამასთან, უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა გავლენა ჩინეთის გათვლებზეც იქონია. მისივე თქმით, ჩინეთი ცდილობს ყურადღებით დააკვირდეს ომს, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები ტაივანში საკუთარ ამბიციებს მოარგოს.

მეტი:   ისტორიული ნაბიჯი, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში ფერადკანიანი ლიდერი ჰყავთ - ნენსი პელოსის ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის

“სწორედ მისი [პუტინის] აზროვნება აქცევს ომის მეორე ფაზას სულ მცირე ისეთივე, ან უფრო მეტად სარისკოს – ვიდრე პირველ ფაზას. ის ჩაკეტილია გონების ჩარჩოში, რომელსაც არ სჯერა, რომ წაგება შეუძლია. ვფიქრობ, ახლა ის დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული ძალების გაორმაგება მაინც მისცემს პროგრესის მიღწევის საშუალებას. ჩვენ მოვუსმინეთ რუსეთის ხელისუფლებას – არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ეს [ბირთვული ომის] რისკები, კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია.

მეტი:   უკრაინის ელჩი ისრაელს, ლავროვთან მოლაპარაკების გამო აკრიტიკებს
მეტი:   როგორ იპოვეს ახალი შესაძლებლობები საქართველოში უკრაინელმა სტუდენტებმა

მე არ ვფიქრობ, რომ ამან ერთი წუთითაც კი შეცვალა ქსის აზრები ტაივანზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ომი არის ის, რამაც [ჩინეთის] კალკულაციები შეცვალა იმაზე, თუ როგორ და როდის ეცდებიან [ტაივანთან მიმართებით] ნაბიჯების გადადგმას,” – განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img