Wednesday, June 7, 2023

პუტინი: დასავლეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით

მთავარი

მოსკოვი (CNN) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატების და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი საჩივრების გათვალისწინება არ მოხდა.

კვირების განმავლობაში პუტინი, საჯაროდ ცოტას საუბრობდა იმ კრიზისის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით ჯარის განლაგებით, რამაც გამოიწვია უკრაინაზე თავდასხმის შიში.

სამშაბათს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა: „უკვე ნათელია — მე ვაცნობე პრემიერს ამის შესახებ — რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება იგნორირებული იყო. მე ვერ დავინახე ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“.

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთმა ვერ დაინახა „სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა: ნატოს გაფართოების შეცერება, რუსეთის საზღვრებთან თავდასხმის იარაღის სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში [ნატოს] ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნება 1997 წლის მდგომარეობამდე“.

პუტინმა ასევე დაადანაშაულა აშშ „შეიარაღებულ კონფლიქტის გაღვივების“ მცდელობაში, და უკრაინის, ნატოს ოპერაციების „ინსტრუმენტად“ გამოყენებაში. ის ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონის მთავარი მიზანია აიძულოს „ევროპაში მოკავშირეები, დააწესონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, ან „უკრაინის ნატოში შეყვანა“.

მეტი:   ბაიდენი: პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ განაცხადეს, რომ პუტინის მოთხოვნები – რომელიც მოიცავს დაპირებას, რომ არასოდეს გაფართოვდეს აღმოსავლეთით ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში – არღვევს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

სამშაბათს პუტინს არ შემოუთავაზებია გადაწყვეტილებები, მაგრამ განაცხადა, რომ მზად იყო მეტი მოლაპარაკებისთვის.

”იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება”, – თქვა მან და დასძინა: ”იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიპოვით გამოსავალს, თუმცა ეს ადვილი არ არის და ჩვენ ეს ვიცით. ​​მაგრამ რა იქნება ეს გამოსავალი, დღეს ამის სათქმელად მზად არ ვარ”

პუტინმა პრესკონფერენცია დაასრულა მოკლე ლექციით იმის შესახებ, რაც მან დაახასიათა, როგორც ნატოს მოტყუების ისტორია, და განაცხადა, რომ ალიანსი დაჰპირდა არ გაფართოვდეს “არც ერთი სანტიმეტრით” აღმოსავლეთით. “მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს“, – თქვა პუტინმა. „როგორც ხალხი ამბობს, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს“.
რუსი ოფიციალური პირები წარსულშიც არაერთხელ აცხადებდნენ ამის შესახებ; აშშ და ნატო უარყოფენ მსგავსი დაპირებების გაცემას.

მეტი:   საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი ჩამოვიდა

პუტინმა ასევე თქვა რომ კიევი ცდილობს დაიბრუნოს ყირიმი – უკრაინის ტერიტორია, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული იყო – სამხედრო ძალით, რაც პოტენციურად ალიანსს რუსეთთან ღია კონფლიქტში მოჰყავს.

ეს [ყირიმი] არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია, ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია“, – თქვა მან. “მოდით წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციებს. მერე რა, უნდა ვებრძოლოთ ნატოს ბლოკს? მაშ, ვინმეს უფიქრია ამაზე? როგორც ჩანს, არა.”

დიპლომატები აშშ-დან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ნატოდან და ევროკავშირიდან ბოლო კვირების განმავლობაში ჩართულნი იყვნენ დიპლომატიური აქტივობებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამართეს. ამ ზარის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ლავროვს არ უთქვამს, რომ მოსკოვი უკრაინის საზღვართან დეესკალაციას აპირებს.
ბლინკენმა უთხრა ლავროვს, რომ თუ პუტინი „არ აპირებს ომს ან რეჟიმის შეცვლას“, მაშინ დროა უკან დაიხიოს ჯარები და მძიმე შეიარაღება და ჩაერთოს სერიოზულ, დიპლომატიურ დისკუსიებში, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მეტი:   "ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს"- ბრიტანეთის დაზვერვა

ლავროვმა უპასუხა, რომ ესკალაცია, რომელსაც აშშ ამტკიცებდა, არ არსებობს, თქვა ოფიციალურმა პირმა. ლავროვის თქმით, რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე განალაგებს ჯარებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს დაადასტურა, რომ მათ „მიიღეს რუსეთისგან წერილობითი პასუხი“ წინადადებების დოკუმენტზე, რომელიც აშშ-მა გაუგზავნა კრემლს გასულ კვირას.

თუმცა, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ არ გაუგზავნია თავისი “მთავარი პასუხი” აშშ-სთვის. “იყო არეულობა”, – თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კონფერენციაზე. “ეს [რუსული მიმოწერა] სხვა საკითხს განიხილავდა. ამ საკითხზე მთავარი პასუხი არ არის გადაცემული, ჯერ მზადდება.”

ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამშაბათს, კიევში, პრესკონფერენცია გამართა.

ჯონსონმა რუსეთი დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში პოტენციური შეჭრა „პოლიტიკური“ და „ჰუმანიტარული კატასტროფა“ იქნებოდა.

ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რომ დაიწყოს, ეს იქნება “დიდი ომი ევროპაში” .

არაოფიციალური თარგმანი.

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img