(ACCnews) თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში გაგზავნა არ იგეგმება.
თუმცა, ჯენ ფსაკიმ Pod Save America-ს პოდკასტში აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მზად არის ყველაფრისთვის.
„ის მზად არის ყველაფრისთვის, ამ კაცს უყვარს სწრაფი მანქანები და ავიატორები. ის მზად არის, უკრაინაში წავიდეს – ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში“, – აღნიშნა ფსაკიმ.
მანამდე, თავად ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ პირადად მზად არის უკრაინაში წასასვლელად.