(ACCnews) “რუსულ სარაკეტო კრეისერ Москва-ს 2 უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი მოხვდა,” – ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის წარმომადგენელმა The Washington Post-თან საუბარში დაადასტურა.
როგორც პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, სწორედ ამ რაკეტებით თავდასხმის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც, “მოსკვა” ჩაიძირა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მხარემ გუშინ ინფორმაციაა გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსულ ფლაგმან Москва-ს ნეპტუნის ტიპის ორი რაკეტა მოარტყეს და ხომალდი იწვოდა. მოგვიანებით, ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვმა უარყო და განაცხადა, რომ გემზე ხანძარი საბრძოლო მასალის დეტონაციის შემდეგ გაჩნდა.