Wednesday, September 27, 2023

“ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო” – დენის შმიჰალი

მთავარი

“ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო,” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ამასთან, უკრაინის პრემიერი მარიუპოლში მიმდინარე სიტუაციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ იქ შენობების 95% განადგურებულია. ხოლო, მათი დიდი ნაწილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.

მეტი:   მარიუპოლში 22 000 ადამიანი დაიღუპა - მარიუპოლის მერი

“უკრაინაში დღესდღეობით უამრავი ტრაგიკული მოვლენა ხდება. ეს ფაქტობრივად არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ომი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი ათობით ჯერ აღემატება სამხედრო დანაკარგს. ეს ნიშნავს, იმას, რომ ხდება სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინელების გენოციდი. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, თუმცა ვხედავთ საშინელ კადრებს მარიუპოლიდან. მარიუპოლში უკვე ათობით ათასი ადამიანია დაღუპული”, – განაცხადა შმიჰალმა.

მეტი:   გაერო: უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img