Sunday, January 29, 2023

“ომის გამო, უკრაინა ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს” – უკრაინის გაზის ოპერატორი კომპანია

მთავარი

(ACCnews) უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორის განცხადების თანახმად, რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინა რუსეთიდან ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  გაზის გამანაწილებელი სადგური “სოხრანივკას” და “ნოვოპსკოვი” მუშაობას 11 მაისს შეაჩერებენ. ამასთან, უკრაინის გაზის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა იმიტომ უწევთ, რომ აღნიშნული სადგურები ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

მეტი:   BBC: დიდი ბრიტანეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ევროპას სთავაზობს, რომ “სოხრანივკას” ნაცვლად დაკლებული ბუნებრივი აირის რაოდენობა სუდჟას სადგურიდან მიაწოდოს, რათა საკუთარი სატრანზიტო ვალდებულებები შეასრულოს.

“უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი იტყობინება ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ, რომლის გამოც გაზის გამანაწილებელი სადგური სოხრანივკიდან და საკომპრესო სადგური ნოვოფსკოვიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელებას შეუძლებელს ხიდს. საკომპრესო სადგური ნოვოფსკოვი არის ლუგანსკში უკრაინის გაზის ტრანზიტის სისტემის პირველი საკომპრესო სადგური, რომლიდანაც ევროპაში რუსული გაზის თითქმის 1/3 (დღეში 32.6 კუბურ მეტრამდე) გადის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, რამდენიმე გაზის გამანაწილებელი სადგურის ობიექტი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი სამხედროები და საოკუპაციო ადმინისტრაცია დროებით აკონტროლებენ.

მეტი:   "ომის გამო, უკრაინა ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს" - უკრაინის გაზის ოპერატორი კომპანია

ამჟამად, უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორს არ შეუძლია ოპერაციული და ტექნიკური კონტროლი ჰქონდეს საკომპრესო სადგურ ნოვოფსკოვსა და ამ ტერიტორიებზე მყოფ სხვა საკუთრებებზე. ამას გარდა, საოკუპაციო ძალების ტექნიკურ პროცესში ჩარევისა და გაზის განაწილების სისტემის ობიექტების მუშაობის სისტემის ცვლილების, მათ შორის ნებართვის გარეშე გაზის მიწოდების ნაკადებიდან ბუნებრივი აირის გაშვების შედეგად, მთელი უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება”. – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი:   პირველი აპრილიდან რუსეთის „არამეგობრულ ქვეყნებს" გაზის შესყიდვა რუბლებში შეეძლებათ
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img