Wednesday, June 7, 2023

მოლდოვის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის არმია მოლდოვის მოქალაქეების გადაბირებას და ომში ჩართვას ცდილობს

მთავარი

(ACCnews) მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნიკუ პოპესკუს განცხადებით, რუსეთის არმია მოლდოვის მოქალაქეების გადაბირებას და ომში ჩართვას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება ნიკუ პოპესკუმ  განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქმედებები უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ეს მოლდოვასაცუქმნის საფრთხეს.

„რუსეთის ასეთი ქმედებები არ ემსახურება მშვიდობის წინ წაწევას ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, ოჯახებისთვის. ეს ძალიან სახიფათოა და უნდა შეჩერდეს“ – განაცხადა პოპესკუმ.

მეტი:   კელი დეგნანი: "მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს"

ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ რუსეთის ელჩს და მოლდოვას ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი პოზიცია აქვს.

მეტი:   "უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს" - დმიტრი მედვედევი

მანამდე დიდი ბრიტანეთს დაზვერვამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების გაძლიერებას დნესტრისპირეთში მოქალაქეების გადაბირებით ცდილობს.

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 49 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4.5 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   "ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენ დედაქალაქს ხვდება" - ოლექსეი რეზნიკოვი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img