Monday, June 5, 2023

“მიმაჩნია, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნას ცნობილი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან საუბრისას, აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერული პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა სენატორებთან საუბრისას, შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლზე ისაუბრა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სენატი ოპერატიულად დაამტკიცებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების პაკეტს, რომელიც უკვე განიხილება წარმომადგენელთა პალატაში და გაიზარდა 33 მილიარდი დოლარიდან 39,6 მილიარდ დოლარამდე.

მეტი:   რუსეთის აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

ასევე, უკრაინის პირველი პირი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასანქციო წნეხის გაზრდა აგრესორი ქვეყნის საბანკო სექტორზე. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს.

მეტი:   "ახლა სწორედ ის დროა, როდესაც რომის პაპი უკრაინაში უნდა ჩავიდეს" - დმიტრო კულება

“იმედს ვამყარებ ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომაზე სანქციების შემდგომი გამკაცრების კუთხით. ამის გარდა, მივიჩნევ, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნას ცნობილი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს, რომლითაც შეშფოთებულია მთელი მსოფლიო – წამება, მასობრივი დაცხრილვა, გაუპატიურება. ასეთი დანაშაული ევროპას აღარ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი:   ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img