( ACCnews) “მარიუპოლიდან ევაკუირებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვაც დაიწყეს,” – ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ბავშვების მშობლები ტყუილში გამოიჭირონ.
“მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვაც დაიწყეს. მშობლების თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ, იწყებენ მათ დაკითხვას დეტალებთან დაკავშირებით. რუსები ცდილობენ, რომ ბავშვების მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.