(ACCnews) მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, მარიუპოლის ევაკუირებული მოსახლეობის მანქანების კოლონა, რომელიც ზაპოროჟიეში შესვლას 3 დღეზე მეტია ელოდება, რეგიონში დღეს შეუშვეს.
“მანქანების უდიდესი კოლონა მარიუპოლის მოსახლეობით (500-დან 1000 მანქანამდე), რომელიც შესვლას 3 დღეზე მეტია ელოდება, საბოლოოდ ზაპოროჟიეში შეუშვეს. საბოლოოდ, ჩვენს ადგილობრივ მარიუპოლის მოსახლეობას სახლებში ველოდებით,” – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კი მარიუპოლიდან ევაკუირებულები ზაპოროჟიეში შესვლას იმის გამო ვერ ახერხებდნენ, რომ რუსეთმა ყველა არსებული მწვანე დერეფანი დაბლოკა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ ყველა მწვანე კორიდორი ჩაკეტა და მარიუპოლიდან ევაკუირებულების მანქანები ზაპოროჟიეში ვერ შედიოდნენ, რის გამოც მათ მარიუპოლში დაბრუნება დაიწყეს.