Saturday, September 23, 2023

“კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს” – კანადის თავდაცვის მინისტრი

მთავარი

(ACCnews) “კანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს,” – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა.

ამასთან, როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჭურვებს კანადა უკრაინისთვის $500 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში შეისყიდის.

მეტი:   შს მინისტრის ცნობით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

“კანადა უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით დგას, რადგან ჩვენ პუტინის უკანონო და გაუმართლებელ თავდასხმას ვგმობთ. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას მივაწოდებთ, რაც მას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად სჭირდება. უკრაინის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ჩვენ მეტ აღჭურვილობას ვუგზავნით,” – განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

მეტი:   დენისოვა: ვვარაუდობდით, რომ მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img