Saturday, September 23, 2023

“იტალიის შეთავაზება უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაზე რეალობას არ შეესაბამება” – მარია ზახაროვა

მთავარი

(ACCnews) “იტალიის შეთავაზება უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაზე რეალობას არ შეესაბამება,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“არ შეიძლება ერთი ხელით უკრაინას იარაღი მიაწოდო და მეორე ხელით სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების გეგმები შეადგინო. თუ მათ ჰგონიათ, რომ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის რომელიმე გეგმას დათანხმდება, “. – ძალიან ცდებიან”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მეტი:   "მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელებს, ქართველებს, რომ ვერ დავარწმუნე ჩემი მეგობრები დასავლეთიდან"– ევროპარლამენტარი
მეტი:   „კიდევ ერთი რუსული სიცრუე" - მიხაილო პოდოლიაკი

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ, გეგმის ზოგადი მონახაზი წარმოადგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს განიხილა. ამასთან, მისივე განმარტებით, გეგმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოიცავს, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რათა ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ფასილიტატორების ფუნქცია შეითავსონ.

მეტი:   რაგბი თქვენი თამაშია! - ამ სიტყვებით მიულოცა აშშ-ის საელჩომ საქართველოს ნაკრებს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img