Wednesday, September 27, 2023

“ისინი არაფრით განსხვავდებიან ტერორისტებისგან” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “ისინი [რუსები] არაფრით განსხვავდებიან ტერორისტებისგან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს მოუწოდა, რომ რუსეთს საბჭოს წევრობის უფლება ჩამოართვან.

“რუსეთის სახით საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს სიკვდილის უფლებად აქცევს. მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება ტერორისტების ქმედებებისგან, მხოლოდ იმით, რომ რუსეთი გაეროს საბჭოს წევრია. ეს გლობალური უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას ძირს უთხრის. ეს მათ დაუსჯელს ტოვებს, სწორედ ამიტომ, ისინი ანადგურებენ რაც შეუძლიათ, ყველაფერს. ჩამოართვით რუსეთს საბჭოს წევრის სტატუსი, როგორც აგრესორსა და ომის წამომწყდებს, რათა მან საკუთარ აგრესიასთან, ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა ვეღარ შეძლოს.

მეტი:   აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ - Politico

სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერომ უნდა მოგვცეს? რუსეთის ქმედებები უკრაინაში ყველა დროის ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისინი განზრახ აფეთქებენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები საჰაერო თავდასხმებს თავს აფარებენ. ისინი შეგნებულად ქმნიან დროებით პირობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს.

მეტი:   Reuters - თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის პირობები დაასახელა

ბუჩას ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც რუსული ძალები ა უკრაინაში ბოლო 41 დღის განმავლობაში აკეთებდნენ.

როგორ ფიქრობთ, დასრულდა საერთაშორისო სამართლის დრო? თუ თქვენი პასუხი არის არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდება სასწრაფოდ უნდა აღდგეს, სისტემის რეფორმაციაა საჭირო, რათა ვეტო არ იყოს სიკვდილის უფლება.

მეტი:   "მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება" - ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის სპიკერს პასუხობს

გეოგრაფიული არეალი შესაძლოა მრავალგვარი და განსხვავებული იყოს, მაგრამ ის, რაც ერთგვარია, რუსეთის სისასტიკეა. იგივეა ჩადენილი დანაშაულებიც და პასუხისმგებლობაც უნდა იყოს გარდაუვალი,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img