(ACCnews) “უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მათ ომის დანაშაულებზე “ყალბი პრეტენზიები” წარმოადინეს და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში “რუსულენოვანი ხალხის დასაცავად ოპერაციას” გააგრძელებს.
“ახლა უსაფრთხოების მოთხოვნებია საკითხი, ხოლო სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებიდან ამოღებულია. ანუ, ისევ ჩიხში დავბრუნდით, როგორც ჩვენთვის, ასევე ყველასთვის,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 48 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4.5 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.