Friday, March 24, 2023

“თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს” – ფატმა ჯერენ იაზგანი

მთავარი

(ACCnews) “თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს, თურქეთი იქნება ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი,” – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, თურქეთი ყოველთვის აფიქსირებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

მეტი:   ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებს – NATO-ს განცხადება

“თურქეთის მთავრობა ყოველთვის ადასტურებს, რომ თუ საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის დასჭირდება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ტრენინგები ან სხვადასხვა სახის ღონისძიებები, თურქეთი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მას. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია"

ჩვენ დღესვე გაგვიხარდება საქართველოს ნატოში ხილვა. ჩვენი პოზიცია არათუ არ შეიცვალა, არამედ უფრო გაძლიერდა, რაც განაპირობა რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

მეტი:   "თურქეთი პესიმისტურად უდგება NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას" - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

ვინაიდან ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა აგრძელებს ნატოში გაწევრიანების გზაზე სვლას, თურქეთი იქნება ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img