Saturday, September 23, 2023

“ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ნატო უკრაინის დასახმარებლად ფაქტობრივად არაფერს აკეთებს” – დმიტრო კულება

მთავარი

“ნატო, როგორც ინსტიტუტი, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის მიერ დაწყებულ ომში,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნატოს მოკავშირე ქვეყნები უკრაინას ომის დაწყების პირველ პერიოდში უფრო უწევდა დახმარებას, ვიდრე დღეს.

მეტი:   ლვოვის რკინიგზის სადგური დაიბომბა - სადგური ხალხით სავსე იყო

“ჩემი თვალსაზრისი ძალიან მარტივია: ჩვენ ვხედავთ [ნატოს] მოკავშირეებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს მოკავშირეების ჯგუფი გვეხმარება. თუმცა, ომის დასაწყისში (ეს იყო საზოგადოების განწყობა), უკრაინელ ხალხს სჯეროდა, რომ ნატო ძლიერი ძალა იყო და ევროკავშირს შეეძლო მხოლოდ განსხვავებული დონის შეშფოთების გამოხატვა, მაგრამ ომი ყოველთვის გამოცდაა, რომელიც ნიღაბს ხსნის და ჩვენ ყველამ დავინახეთ რეალური სახეები.

მეტი:   ემანუელ მაკრონი რუსეთს სიცრუის გასავრცელებლად ფრანგი ლიდერების მოსყიდვაში ადანაშაულებს

ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მიერ მიღებული რევოლუციური ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც თავად არ ელოდნენ, და ჩვენ ვხედავთ ნატოს, როგორც ალიანსს, ინსტიტუტს, რომელიც ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს,” – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი:   "მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააორმაგოს ძალისხმევა კონფლიქტის არიდებისთვის" - ევროპის საბჭო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img