(ACCnews) “პირადად მე ვფიქრობ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მაღალია, ვგულისხმობ, რომ ისინი ევროკავშირისკენ იყურებიან,” – ეს განცხადება საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა გააკეთა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრებმა მასთან საუბარში განაცხადეს, რომ მათი სურვილია საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
“საქართველო სულ უფრო მეტად იღებს ევროკავშირის ტიპის რეგულაციას. მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც უბიძგებს მათ გაწევრიანების გზაზე. მიიღეს ევროკავშირის ვიზა. ასე, რომ ქართველებს ახლა შეუძლიათ ევროკავშირში სამი თვით წასვლა. ისე, რომ სულ უფრო მეტად ინტეგრირებულია ევროკავშირში უკვე”,- განაცხადა ჯონათან ჯანოგლმა.