Saturday, June 3, 2023

“ვფიქრობ, დონალდ ტრამპს სამუდამო ბლოკს მოვხსნიდი, მაგრამ “ტვიტერი” ჯერ არ მეკუთვნის” – ილონ მასკი

მთავარი

(ACCnews) “ტესლას” აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ის თანახმა იქნებოდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის “ტვიტერზე” სამუდამო შეზღუდვა მოეხსნა, თუმცა დაამატა, რომ სოციალური ქსელი ჯერ არ ეკუთვნის.

“ვფიქრობ, დონალდ ტრამპის დაბლოკვა არასწორი იყო. ეს შეცდომა მგონია… ამით ქვეყნის დიდი ნაწილი გაუცხოვდა და დონალდ ტრამპის ხმის არქონამდე არ მივუყვანივართ. ვფიქრობ, პასუხი ისაა, რომ სამუდამო ბლოკს მოვხსნიდი. Twitter-ი ჯერ არ მეკუთვნის”, – განაცხადა მასკმა ტრამპის Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

მეტი:   "მოვითხოვთ! რუსეთის გაზსა და ნავთობზე დაწესდეს სრული ემბარგო" - დმიტრო კულება
მეტი:   უკრაინისთვის გადაცემულ HIMARS არ შეუძლია რუსეთისკენ შორი დისტანციის რაკეტების გასროლა - WSJ

8 იანვარს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ “ტვიტერზე” დაბლოკეს. მაშინ კომპანიამ მიზეზად ტრამპის ტვიტებით ძალადობის შესაძლო გაგრძელება დაასახელა.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და სოციალური ქსელი Twitter-ის პოტენციური მფლობელი ილონ მასკი გამოეხმაურა და ტრამპის დაბლოკვას  “მორალურად არასწორი” უწოდა.

მეტი:   ზელენსკი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების გამართვის ადგილად იერუსალიმს განიხილავს

“ვფიქრობ, დროებითი შეზღუდვა სწორია, თუმცა არა სამუდამო”, – აცხადებდა მასკი დონალდ ტრამპის Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img