Saturday, September 23, 2023

ვოლოდიმირ ზელენსკი: განვიხილეთ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი TWITTER-ზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ესაუბრა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ პოსტში ამბობს, ბორის ჯონსონთან უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

მეტი:   ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაობლებული ბავშვები ამიერიდან სახლის ტიპის გარემოში იცხოვრებენ

“ვაგრძელებს კავშირს ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ ალყაში მოქცეულ ქალაქებში არსებულ კრიტიკულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ.  ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა,” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი:   "რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი"– ზელენსკი

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 33 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   კელი დეგნანის შეფასებით სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკოსების თავდასხმები გასაკვირია
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img