Saturday, January 28, 2023

“ვიმედოვნებთ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას – ენტონი ბლინკენი

მთავარი

(ACCnews) “ვიმედოვნებთ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას, რაც იქნება დადასტურება, რომ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ შეუფერხებლად მიმდინარეობს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ბლინკენმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სასტიკი და არაპროვოცირებული ომი დაიწყო და ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს.

მეტი:   "თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს" - ფატმა ჯერენ იაზგანი

“ნატო-ს 30 მოკავშირე სრულად ერთგული და ჩართულია დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინის მხარდაჭერაში. მსოფლიომ ნახა უკრაინელების ძლიერი გამძლეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩანდა ერთობა ნატო-ს გულში. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს.

მეტი:   "ვამაყობ ქართული ლეგიონით" - ადამ კინზინგერი

უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე ვიცავთ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რაც არის გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას, რაც იქნება დადასტურება, რომ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ შეუფერხებლად მიმდინარეობს,” – განაცხადა ბერლინში მყოფმა ენტონი ბლინკენმა.

მეტი:   "საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება" - ემანუელ მაკრონი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img