Saturday, June 3, 2023

“ვბრუნდები მკაფიო გეგმით” – ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ 4 პუნქტიან გეგმას ავრცელებს

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ნაბიჯებს აანონსებს.

კერძოდ, ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე უკრაინის მხარდასაჭერად 4 პუნქტიანი სიას აქვეყნებს.

გარდა ამისა, ბორელმა “ტვიტერში” ისიც აღნიშნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

მეტი:   გია ვოლსკი: "საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს"

“- ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. დამატებითი 500 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

– ომის დანაშაულები: კრამატორსკში რუსეთის სასტიკი თავდასხმა დაუცველ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შევხვდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და განვიხილავ მორგებულ მხარდაჭერას, მათ შორის ევროკავშირის საკონსულტაციო მისიას (EUAM) უკრაინაში.

მეტი:   "სანქციებს გაეცემა ძლიერი პასუხი"– რუსეთის საგარეო უწყება

– ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უკვე დავუწესეთ მძიმე სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

მეტი:   "ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ" - ზელენსკი

– ორშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC), რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე. Слава Україні!“- წერს ჟოზეფ ბორელი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img