(ACCnews) The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის რეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა.
როგორც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენს ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნასთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.
ინფორმაციისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი იმ ქვეყანას ენიჭება, რომელმაც არაერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს. ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებს აღნიშნულ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა ჰყავს შეყვანილი: ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია.